ვენ ენ ვაილდი არის ნოვატორული ბრენდი, რომელიც 1979 წელს ბრუკლინში დაარსდა და დღეს გლობალურ მოთამაშეს წარმოადგენს. მისი ენერგია და იმიჯი ეფუძნება მისიას, გახადოს მაღალტექნოლოგიური სილამაზე ყველასთვის ხელმისაწვდომი. ინკლუზიურობისა და ღირებულებებისადმი ერთგულება ბრენდის იდენტობის ქვაკუთხედია - ის უზრუნველყოფს, რომ ლუქს-ხარისხის კოსმეტიკა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, დამწყები მომხმარებლიდან პროფესიონალ ვიზაჟისტებამდე.
ბრენდის ეთიკური სტანდარტებისადმი ერთგულება დასტურდება იმითაც, რომ კომპანია არის 100%-ით cruelty-free (ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგი) და PETA-ს პროგრამის „Beauty Without Bunnies“ წევრი. wet n wild® არ მიდის კომპრომისზე ხარისხთან დაკავშირებით; ის ადგენს სტანდარტებს, რომლებიც ბევრად აღემატება მის ხელმისაწვდომ ფასს სუფთა და ეფექტურ ფორმულებში მკვებავი ინგრედიენტების გამოყენებით.
ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ბრენდმა შექმნა პროდუქტების ფართო, მრავალი ჯილდოს მფლობელი ხაზები:
• Photo Focus - ტონალური კრემების ცნობილი სერია;
• MegaLast - გამძლე ტუჩსაცხები;
• Color Icon - თვალის ჩრდილების პალეტები;
• Breakup Proof - წყალგამძლე კოლექცია.
რით არის ცნობილი ვეთ ენ ვაილდი? - თვალი ფანქარი იქნებ, საკულტო ჰაილაითერები, თუ პროფესიონალური პრაიმერები, ბრენდი მუდმივად იმსახურებს აღიარებას ისეთი პრესტიჟული გამოცემებისგან, როგორიცაა Allure, Cosmopolitan და Self.
45 წელზე მეტია, wet n wild® წარმატებით პასუხობს სილამაზის მოყვარულთა მრავალფეროვან საჭიროებებს მთელ მსოფლიოში. თამამი ინოვაციებისა და კრეატიულობის მეშვეობით, ის რჩება ყველასთვის N1 სილამაზის ბრენდად, რომელიც მუდმივად აოცებს მომხმარებელს პროფესიონალური შედეგებითა და იდეალებისადმი ურყევი ერთგულებით.